მედია – რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, დრონით თავდასხმის შედეგად, პორტში ხანძარი გაჩნდა

ს ფედერაციის ლენინგრადის ოლქში, დრონით თავდასხმის შემდეგ, უსტ-ლუგას პორტში ბუნებრივი აირის მოპოვებით დაკავებული კომპანია „ნოვატეკის“ ტერმინალში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტლეგრამ“ არხებზე დაყრდნობით იუწყება.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად „დრონის ნამსხვრევები“ სახელდება, რომელიც დღეს დილით ჩამოცვივდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არავინ დაშავებულა და ხანძარს საწვავის ავზები არ დაუზიანებია.
ამასთან, გავრცელებული ინფორმციით, კურსკის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს დრონი ჩამოაგდეს, რამაც ტრანსფორმატორი დააზიანა.
გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში დრონებმა სამრეწველო საწარმოს დაარტყეს. „ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის საფრთხოს გამო, ს ფედერაციის რამდენიმე აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში 60-ზე მეტი რეისი გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ