შსს – გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა – დაცვის პოლიციის ინსპექტორმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა “მეთადონის” შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შპს „ენგურჰესი“-ს ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა – 1981 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა “მეთადონის” შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.