თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს.
როგორ აპირებს ბრძოლას რუსული რეჟიმის პირისპირ თბილისელებისთვის და რას ჰპირდება საკუთარი პოლიტიკური გუნდის სახელით თანამოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე დღეს ისნის ქუჩებში მოსახლეობას ხვდებოდა და თავისუფალ, ევროპულ თბილისზე ესაუბრებოდა, სადაც ყოველმხრივ დაცულია ადამიანის უსაფრთხოება, ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სერვისები და მოხსნილია დასაქმების პრობლემა. ეს ის მთავარი პრიორიტეტებია, რომლის განხორციელებაც “ძლიერ საქართველო – ლელოს” აქვს საარჩევნო გეგმაში.
(R)
