თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს

“როგორ აპირებს ბრძოლას “რუსული რეჟიმის” პირისპირ თბილისელებისთვის და რას ჰპირდება საკუთარი პოლიტიკური გუნდის სახელით თანამოქალაქეებს – ირაკლი კუპრაძე დღეს ისნის ქუჩებში მოსახლეობას ხვდებოდა და თავისუფალ, ევროპულ თბილისზე ესაუბრებოდა, სადაც ყოველმხრივ დაცულია ადამიანის უსაფრთხოება, ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სერვისები და მოხსნილია დასაქმების პრობლემა. ეს ის მთავარი პრიორიტეტებია, რომლის განხორციელებაც “ძლიერ საქართველო – ლელოს” აქვს საარჩევნო გეგმაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე