,,შეიძლება იმაზე ადრე დაგვემხონ თავზე, თანაც თავისით, ვიდრე ჩვენ გვგონია!” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნას ეხმაურება:
,,სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალიც კი არ აქვს იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მთავარ პარტიულ დემაგოგს ნიშნავს.
მაშასადამე, მათთვის სახელმწიფო, მისი სტრუქტურა, სხვადასხვა ინსტიტუტები არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ კლანი…
ეს ადრეც ვიცოდით, მაგრამ სიმბოლურად, ფასადურად მაინც ხომ უნდა სცადო, რომ უსაფრთხოების სამსახურს ზეპარტიული სახე მისცე.
და ამ სიბნელეზე, უკუნზე მეტყვით ნიჭიერი იურისტიაო…
შეიძლება იმაზე ადრე დაგვემხონ თავზე, თანაც თავისით, ვიდრე ჩვენ გვგონია!
P.S. შალიკო ჯამტლეკიაშვილი გადმოიყვანეთ შს მინისტრად და კისინჯერად დაწინაურებული ოხა თბილისის საკრებულოში შემოგვიყვანეთ. კადრები თქვენ არ გყავთ და … ატრიალეთ ერთიდაიგივე კლერკები წინ და უკან!“

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია: ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის

ელისო კილაძე: ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს