ქვეყნის ეროვნული ხედვის საკითხზე რვა ოპოზიციური პარტია შეხვედრას მართავს

ქვეყნის ეროვნული ხედვის საკითხზე რვა ოპოზიციური პარტია შეხვედრას მართავს.
როგორც „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე წარადგენენ ქვეყნის თავდაცვის ხედვას, ხოლო პოლიტიკურმა სპექტრმა დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს კითხვას, მომავლის დაცვასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეზობელი არის .
„ეს რეჟიმი და დასავლური ინტეგრაცია ერთმანეთს გამორიცხავს. ამიტომ, თუ გვინდა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება, უნდა ვუმუშაოთ რეჟიმის ცვლილებაზე, ყველა დონეზე მის იზოლაციაზე. ძალიან ვწუხვარ, რომ არსებობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამაში ხელს გვიშლიან.
დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყნის თავდაცვის ხედვას იმიტომ, რომ სიცოცხლის და მით უმეტეს, ჩვენი შვილების სიცოცხლის სიყვარული არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს. ვთვლი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა დამაჯერებელი პასუხი უნდა გასცეს კითხვას, როგორ დავიცავთ ჩვენი შვილების სიცოცხლეს, როდესაც ჩვენი მეზობელი არის , რომელიც ისტორიის რევიზიითა დაკავებული და ჩვენი დამოუკიდებლობის წართმევა უნდა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ