ბოლნისში, გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას მანქანა დაეჯახა | არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ

ბოლნისის სოფელ ბალახაურში გზის პირას ბოსტნეულით მოვაჭრე ორ ძმას, გადაჭარბებული სიჩქარით
მიმავალი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნები ადგილზევე დაიღუპნენ. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ცნობილია, რომ ავარიის შედეგად ავტომობილში მყოფი კიდევ სამი პირი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებლი იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო