ჩემპიონი, MVP – კალათბურთის ლეგენდების პროგნოზები ევრობასკეტზე

ევრობასკეტის წინ ტურნირის ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპული კალათბურთის ლეგენდებს მომავალი ჩემპიონის, ვიცე-ჩემპიონისა და MVP-ს პრიზის მფლობელის დასახელება სთხოვა.
ცხრიდან შვიდმა ჩემპიონად სერბეთი დაასახელა, ექვსმა კი ნიკოლა იოკიჩი იწინასწარმეტყველა MVP-ს ტიტულის მფლობელად:
იოანის ბურუსისი – სერბეთი, საბერძნეთი, იოკიჩი
ვლადე დივაცი – სერბეთი, გერმანია, იოკიჩი
გორან დრაგიჩი – სერბეთი, გერმანია, იოკიჩი
რუდი ფერნანდესი – სერბეთი, გერმანია, იოკიჩი
პანაიოტის იანაკისი – სერბეთი, გერმანია, ანტენტოკუნმპო
მაიკ ჯეიმსი – სერბეთი, საფრანგეთი, იოკიჩი
მინდაუგას კუზმინსკასი – სერბეთი, საფრანგეთი, იოკიჩი
დირკ ნოვიცკი – გერმანია, სერბეთი, შრიოდერი
კოსტას ცარცარისი – საფრანგეთი, სერბეთი, რისაშე