ლევან ხაბეიშვილი – მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები, ჩვენი ძალა არის საჯაროობა და სიმართლე

მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები – ჩვენი ძალა არის საჯაროობა, გამჭვირვალეობა და სიმართლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საბრძოლო იარაღი არის სიმართლე.
„შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! – დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც „რემბო“ ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!!
სადღაც „ტყეში”, ან „პადვალში“ დასვამენ ვიღაც გაუგონარ „სასტავს“ და აბოდიალებენ რასაც უნდათ – გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!! ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, , ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! – არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და „დამპლური თამაშები“ არ გვჭირდება!!! ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!!
ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! „საიდუმლო“ შეხვედრები და „უტუ-პუტუ“ კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით – საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ღიაობა!!! 4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი