თელავში ახალგაზრდა გოგო გაუჩინარდა

თელავში გაუჩინარებულ ახალგაზრდა გოგოს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ნინი ღუღუნაშვილი სახლიდან დღეს, დილით გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.თელაველები ამბობენ, რომ ღუღუნაშვილი რამდენიმე საათის წინ, ქალაქის ქუჩებში შენიშნეს, თუმცა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე ვერ დგინდება.
გოგონას ნათესავები სოციალურ ქსელში წერენ, რომ გაუჩინარებულ ახალგაზრდას ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.ახლობლებმა, ძებნის პროცესში ჩართვისათვის, უკვე პოლიციასაც მიმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე