მადრიდის “რეალის” მეორე მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა კლუბში გადასვლა გამორიცხა.
უკრაინელი კარის დარაჯის თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ გუნდის პირველი მეკარის, ტიბო კურტუას დონეს მიაღწიოს.
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ სათამაშო დრო მივიღო და კურტუას დონეს მივაღწიო”, – განაცხადა ლუნინმა Defensa Central-თან ინტერვიუში.
ამავე წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” და ბელგიელი მეკარე კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივებასთან ახლოს არიან. რაც შეეხება ლუნინს, მისით “გალათასარაი” ინტერესდებოდა, მაგრამ ტრანსფერი ფეხბურთელის სურვილით ჩაიშალა.
უკრაინელმა გასულ სეზონში “რეალის” მაისურით ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაუშვა.
“სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა” – “იუნაიტედის” ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლუნინი “რეალს” მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
“რეალმა” ტონი კროოსის შემცვლელს “კრისტალ პალასში” მიაგნო – “არწივები” 80 მილიონს ითხოვენ
ლუნინმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს
ზაფხულში ლუნინმა შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
“დორტმუნდმა” შეიძლება უკრაინელი მეკარე შეიძინოს
ონანას “მანჩესტერში” ლუნინი შეცვლის?
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის “რეალი” ლუნინს
