ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს

უკრაინა თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ეს დროშა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბევრი ადამიანის მიზანი და ოცნებაა. ისინი ამ დროშას უფრთხილდებიან, რადგან იციან, რომ ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ დავუთმობთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, დემოკრატიული ერებისთვის უსაფრთხოების გარანტირება მხოლოდ სთან ერთად არის შესაძლებელი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფრონტზე იბრძვის და უკრაინის ინტერესებისთვის მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ