მადლობლები ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც ამაყად ატარებს უკრაინის დროშას – ანდრი სიბიჰა

უკრაინის ეროვნული დროშის დღეს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, “ვინც ამაყად ატარებს მას”.
სიბიჰა წერს, რომ ლურჯ-ყვითელი დროშა გახდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ იმ ღირებულებების სიმბოლო, რომლებსაც იცავენ რუსეთთან ომის დროს.
“დღეს ეროვნული დროშის დღეს აღნიშნავს. ჩვენი დროშა გახდა არა მხოლოდ უკრაინისა და ს ომის წინააღმდეგ ჩვენი გაბედული ბრძოლის სიმბოლო, არამედ იმ ღირებულებების განსახიერება, რომლებსაც ვიცავთ. ის გამოხატვს თავისუფლებას, სოლიდარობას, ჰუმანურობას, სინათლეს და იმედს.
მადლობლები ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც ამაყად ატარებს მას – იქნება ეს დროშის აღმართვა, საჯარო მოედნებზე გამოფენა, ოფიციალურ შენობებზე დამაგრება, რეზოლუციებში ჩართვა თუ პიჯაკის საყელოზე ქინძისთავით დამაგრება. თქვენი მტკიცე მხარდჭერა დ სოლიდარობა გვახლოებს სიმართლესთან და მშვიდობასთან”, – წერს ანდრი სიბიჰა.
Today, Ukraine celebrates National Flag Day. Our flag has become not only a symbol of Ukraine and our courageous fight against Russia’s war, but also a true embodiment of the values we stand for. It represents freedom, solidarity, humanity, light, and hope. We are deeply… pic.twitter.com/nge8aOecK5 — Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) August 23, 2025

ასევე დაგაინტერესებთ