უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად, „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლის პილოტი დაიღუპა

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად, „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლის პილოტი დაიღუპა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, პილოტი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ, „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლით დაშვებისას დაიღუპა. „მიგ-29 ტიპის გამანადგურებლის პილოტი, 1979 წელს დაბადებული, მაიორი სერგეი ბონდარი დაშვებისას დაიღუპა“, – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი