თვალცრემლიანი დონარუმა გულშემატკივრებს დაემშვიდობა – რატომ აიძულებენ წასვლას?

ლიგა 1-ის მეორე ტურში, საკუთარ მოედანზე „ანჟეს“ 1:0 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელსაც ფაქტიურად გუნდის დატოვებას აიძულებენ, გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
ფეხბურთელები დონარუმას გარს შემოერტყნენ და ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც ფანები იტალიელის სახელს სკანდირებდნენ. შემდეგ მან მოწყენილმა და თვალცრემლიანმა სტადიონს საპატიო წრე დაარტყა.
მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოედანზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თქვა, რომ მთავარია მოიგეს, ღრმა დაცვაში მდგომ მოწინააღმდეგესთან თამაში ძნელია, მხოლოდ ორი კვირაა ვარჯიშობენ და თამაშს გააუმჯობესებენ.
პრესკონფერენციაზე ესპანელ სპეციალისტს მაინც მოუწია ჯიჯიოს შესახებ ორიოდ სიტყვის თქმა: „ქომაგების მხარდაჭერა ყოველთვის სასიამოვნოა. ჩემთვის გასაგებია, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული მომენტია. ემოციურად რთულია, როდესაც მაყურებლები მადლობას გიხდიან“.
და მაინც, ისმის ლოგიკური კითხვა – რატომ უბიძგეს მას ხელი წასვლისაკენ? მოსაზრება, თითქოს ლუკა შევალიე ფეხით უკეთ თამაშობს და ამიტომ გადადგეს ეს ნაბიჯი, ცოტა არ იყოს, არადამაჯერებელია.
ედერსონმა “გალათასარაისთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა – დონარუმას “სიტისკენ” გზა ეხსნება
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს – იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
“წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება” – რა თქვა ლუის ენრიკემ “ნანტთან” მატჩამდე?
“ცვლილებები გვჭირდება” – ლუის ენრიკე ექსპერიმენტებს გააგრძელებს
პსჟ მზადაა დონარუმა ნახევარ ფასში გაყიდოს
“სიტიმ” იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა – დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს – ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია…
დონარუმამ “სიტისთან” შეთანხმებას მიაღწია – ცნობილი გახდა მისი მომავალი გასამრჯელო
Le Parisien: ლუის ენრიკემ ზაბარნისთან დაკავშირებით ახალი გეგმა დასახა
[PHOTO] როგორ გამოეხმაურა კვარაცხელია პსჟ-იდან დონარუმას წასვლას