რუსეთში “უცხოეთის აგენტთა” სიაში შეიყვანეს კრემლის მომხრე პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შეავსო ე. წ. „უცხოეთის აგენტთან“ სია. ამჯერად მასში შეიყვანეს კრემლის პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი.
„მე ვფიქრობ, ეს რაღაც ცილისწამებაა, ვინაიდან, ჯერ ერთი – უცხოეთის აგენტი არ ვარ, მეორე – არავითარი კონტაქტი არ მქონია. ზოგჯერ რაღაცნაირად შეიძლება… შეცდნენ. ჩემთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი“, განაცხადა მან.
მარკოვი მონაწილეა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოკ-შოუებისა, რომლებიც რუსეთის ფედერალური ტელეარხებითა და რადიოსადგურებით გადაიცემა. ივლისში მარკოვი აზერბაიჯანში მონაწილეობდა შუკშინის სახელობის გლობალურ მედიაფორუმში და დადებითად ილაპარაკა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევზე. ამის შემდეგ რუსეთის მთავრობის მომხრე ბლოგერებმა დაიწყეს მარკოვის მწვავე კრიტიკა.
ე. წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს გაჩნდა. კანონმა იუსტიციის სამინისტროს საშუალება, მისცა არაკომერციული ორგანიზაციები უცხოეთის აგენტებად ცნოს, თუკი ისინი დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. მოგვიანებით გაჩნდა შესაძლებლობა, აგენტებად გამოცხადებულიყვნენ მედიასაშუალებები და ფიზიკური პირები, მათ შორის ისინიც, ვინც არ იღებს უცხოურ დაფინანსებას, მაგრამ „უცხოეთის გავლენის ქვეშ იმყოფება“. რა უნდა იქნეს მიჩნეული უცხოეთის გავლენად, რუსეთის კანონმდებლობა არ აკონკრეტებს.
2025 წლის პირველ ივლისს სახელმწიფო დუმაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ერთი ჯარიმის შემდეგ. ამის შესახებ იტყობინებოდა რუსეთის საქმეებში უცხოეთის სახელმწიფოთა ჩარევის გამომძიებელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ვასილი პისკარიოვი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე