მიხეილ სააკაშვილი: მისი უკვდავი სიმღერა, ჯანსუღის ასევე უკვდავ ლექსზე დაწერილი ,,თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“, ყოველთვის იჟღერებს, სანამ არსებობს საქართველო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი :
შეწყდა მამუკა ჩარკვიანის გულისძგერა.
ჩვენი თაობის უბრწყინვალესი კომპოზიტორი და შემსრულებელი დიდი ხანი ებრძოდა სიკვდილს.
მან წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს კულტურაში. მისი უკვდავი სიმღერა, ჯანსუღის ასევე უკვდავ ლექსზე დაწერილი ,,თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია“, ყოველთვის იჟღერებს, სანამ არსებობს საქართველო.
მე უზომოდ მადლიერი ვარ როგორც მისი შემოქმედების, ასევე მისი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის, მრავალი წლის განმავლობაში ჩემდამი თანადგომისთვის.
მინდა ცალკე მივუსამძიმრო ჩემს მეგობარს, თაკო ჩარკვიანს Tako Charkviani, რომელმაც ბოლო წუთამდე ყველაფერი გააკეთა ძმის გადასარჩენად.

ასევე დაგაინტერესებთ