ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავისთვის, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ევროკავშირი ქვეყანას ურყევი მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს, 4.05 მილიარდ ევროს გადასცემს. ეს მოიცავს 3.05 მილიარდ ევროს Ukraine Facility ფარგლებში და 1 მილიარდ ევროს ევროკომისიის განსაკუთრებული მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში.
პრესრელიზში მოყვანილია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის სიტყვებიც:
„მაშინ, როცა უკრაინა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს, ევროკომისია მკაფიო გზავნილს აგზავნის: ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევუა. 4 მილიორდ ევროზე მეტის გაცემა აჩვენებს ჩვენს მტკიცედ ნაკისრ ვალდებულებას.
ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენის, არამედ მისი, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მომავლისადმი, რადგან როდესაც უკრაინა ძლიერია, ევროპაც უფრო ძლიერია“, – თქვა პრეზიდენტმა.