ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,ქოცნებას ადგილობრივ არჩევნებზე ერთადერთი დილემა აქვს: როგორ დაიწეროს მილიონი ხმა ისე, რომ 65–70%–ზე მეტი არ აიღოს. არ უნდათ მეტისმეტად დიქტატორული 80–90 %. არადა მილიონი ხმის დაწერა უნდათ, რომ დაამტკიცონ, თითქოს 2024–ის არჩევნებში მართლა აიღეს ის მილიონი ხმა და ლეგიტიმაცია შეიძინონ.
რამდენსაც უნდათ დაიწერენ, რა პრობლემაა, მაგრამ შიშობენ, ვერ დასვამენ ციფრებს. უჭირთ. არ იციან , ოპოზიციის რამდენი მხარდამჭერი მივა არჩევნებზე. დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ ძალიან ცოტა. შესაბამისად, მათი მილიონი ხმა ძალიან დიდი პროცენტი გამოდის და მთლად ეგრეც არ უნდათ რომ ეს არჩევნები ძალიან სასაცილო გამოვიდეს. არ ვიცი როგორ გადაწყვეტენ ამ დილემას. ოპოზიციისთვის ხომ არ მიაცემინებენ ხმას სხვისი პირადობის ნომრებით მიყვანილ ხალხს. იზამდნენ მაგასაც, მაგრამ ეგეთი რეალთაიმ კონტროლი ძნელია პროცესზე და შეიძლება დიდი აცდენა გამოუვიდეთ.
მოკლედ, ეგ არის დღეს ოცნების მთავარი გასაჭირი და საფიქრალი. და ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამოჯდებითხოლმე ეთერებში და ნუ იწყებთ მტკიცებას, რომ ამ არჩევნების გაყალბებას არც ეცდება ოცნება და რაში ჭირდება. სულ რომ მარტო მონაწილეობდეს მაინც გააყალბებს. აღარ შეუძლია სხვანაირად.“