გიორგი ჩაკვეტაძე – IRI სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი რადიკალურ ჯგუფებთან თანამშრომლობაში – მოვუწოდებ ჯონ დიპიროს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის დარჩენილი ხაბეიშვილის – ე.წ. ანიტას და ჯონ დიპიროს იმედზე, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, IRI-ის პროგრამების ხელმძღვანელმა, ჯონ დიპირომ, ოპოზიციისთვის სამოქმედო გეგმა მოამზადა. ჩაკვეტაძის შეფასებით, ორგანიზაცია არ უნდა იყოს ეჭვმიტანილი სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან თანამშრომლობაში, შესაბამისად, ის მოუწოდებს დიპიროს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში უნდა ახორციელებდეს მნიშვნელოვან პროექტებს და არ უნდა იყოს დაკავებული და ეჭვმიტანილი სხვადასხვა რადიკალურ ჯგუფთან თანამშრომლობაში. პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და მოვუწოდებ, რომ სანამ რაიმე ჰგავს გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან ფრთხილად იყოს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამ ადამიანებს სხვა არაფერი არ დარჩენიათ თუ არა ის, რომ როგორმე განახორციელონ მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოტაჟი. ასე რომ, მათი ეს მცდელობები განწირულია სრული წარუმატებლობისთვის“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში