,, ჩემი გეგმაა, სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანა” – სააკაშვილი

სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,მესტიიდან ამბები მომივიდა, რომ იქ ბევრი დამსვენებელია, რაც ძალიან მახარებს.
ყველას მინდა ახსოვდეს, რომ მესტიაში არაფერი განვითარდებოდა, ჩვენ დროს რომ სვანეთი ყაჩაღებისგან და მკვლელებისგან არ გაწმენდილიყო.
ასევე, სვანეთი ბევრად მეტად განვითარებული იქნებოდა, ივანიშვილს რომ არ შეეჩერებინა სვანეთის გვირაბის პროექტი, რომლითაც ქუთაისიდან ორ საათში ჩავიდოდით მესტიაში. მან ასევე დააპაუზა თეთნულდის კურორტის მშენებლობა და მოკლა რედისონის სასტუმროს პროექტი მესტიის ცენტრში.
ივანიშვილმა მესტია გადააბარა ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ (ვიტია ) ჯაფარიძეს, რუსეთის ისტორიულ აპოლოგეტს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის გასანვითარებლად.
ჩემი გეგმაა, სვანეთში წელიწადში 2 მილიონი ტურისტის ჩაყვანა და ადგილობრივი მოსახლების შემოსავლების ათმაგი ზრდა.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ