29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

საქართველოს U17 და U19 ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი – ზურაბ გელაშვილი, 29 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
ყოფილი ფეხბურთელი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, რომელიც 22 აგვისტოს, ღამის პირველ საათზე ბორჯომში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს “ტოიოტას” მარკის ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ, რის შემდეგაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ზურაბ გელაშვილი სხვადასხვა დროს ქუთაისის “ტორპედოს”, რუსთავის “მეტალურგის”, გურიის “საპოვნელას” “ზუგდიდისა” და “ზესტაფონის” ღირსებას იცავდა.
იგი ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო – მან U17 და U19 ნაკრებებში ჯამში 9 მატჩი ჩაატარა, მაშინ როდესაც 17 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი დევდარიანი, ხოლო U19 ნაკრების მწვრთნელი – გია ცეცაძე იყო, გელაშვილმა ფეხბურთელის კარიერა 2024 წელს დაასრულა.
Sportall.ge უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
“ზუგდიდმა” ყირგიზი ლეგიონერი დაიმატა და რუსს ელის
ქუთაისის “ტორპედო”: ტუღუში დაბრუნდა, მარკოზაშვილი და გელაშვილი წავიდნენ
მეტალურგი-სტუ 1:0 – რუსთავიდან წასულებს ერთიც დაემატა