გერმანია: ნავთობსადენ “დრუჟბაზე”დარტყმას ნავთობის მიწოდებაზე გავლენა არ მოუხდენია

ნავთობსადენ “დრუჟბის” მოქმედება დროებით შეწყდა, თუმცა ამას გერმანიაში მიწოდების უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია, განაცხადა გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ 22 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ს ერთ-ერთ ქალაქში მ მილსადენი დააზიანა.

მას მერე, რაც ში ომის გამო “დრუჟბის” მილსადენის გავლით რუსული ნავთობის გერმანიაში მიწოდება შეწყდა, სისტემის ჩრდილოეთი ნაწილით, რომელიც პოლონეთსა და ბელარუსზე გადის, ამჟამად ყაზახეთის ნავთობი მიეწოდება შვედტის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელზეც ბერლინის საწვავით მომარაგების უდიდესი ნაწილი მოდის.

უკრაინის არმიამ უნეჩის ნავთობსაქაჩ სადგურს, “დრუჟბის” მილსადენის მნიშვნელოვან ნაწილს, დაარტყა, განაცხადა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა ხუთშაბათს გვიან ღამით, ხოლო უნგრეთი იტყობინება, რომ მიწოდება შეჩერებულია.

მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ხანძრის ამსახველი ვიდეოები. ხანძარი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინულმა დრონებმა ს ბრიანსკის ოლქის ქალაქ უნეჩაში, ბელარუსისა და უკრაინის საზღვრიდან არც ისე შორს, განახორციელეს ნავთობსადენზე თავდასხმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით