დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1 276-ე დღეა. უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მსოფლიოში ვინმე ელოდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს უკრაინელი ხალხის პატრიოტიზმისა და ქმედითობის შედეგია. იმ მეომრების შედეგი, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინის სახელმწიფოსთვის და ანადგურებენ ოკუპანტს.
„უდავოა, რომ ძლიერი და ქმედითი უკრაინული არმია ყველაზე საიმედო უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი ხალხისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ყველასგან, ვინც მშვიდობას ეძებს. ყოველ დღე, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია: სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა“, – წერს ზელენსკი.
