პოლიციამ ისრაელის პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები დაშალა

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ქნესეთთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც ქნესეთის შესასვლელს ბლოკავდნენ და ს ჩატარებას ითხოვდნენ, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
დღეს დილით იერუსალიმში, ქნესეთის შენობის წინ, ათობით ადამიანი შეიკრიბა და მთავრობას გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ს მთავრობა უმოქმედობას იჩენს, მძევლების გათავისუფლებაზე არ ზრუნავს, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და სახელმწიფოს ბიუჯეტს პირადი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.