ADN-ის ცნობით, ბუენოს-აირესში სუდამერიკანას თასზე საპასუხო მერვედფინალური მატჩი „ინდეპენდენტესა“ და „უნივერსიდად დე ჩილეს“ შორის არეულობის გამო შეწყდა და არ განახლებულა.
პირველი შეხვედრა ჩილელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული, მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა გუნდის ფანებმა მასპინძელთა კლუბის დროშა ჩამოხსნეს და ტრიბუნებზე ჩხუბი დაიწყო. ჩილელებს ესროდნენ ჯოხებს, ქვებს, სავარძლებს, ტუალეტიდან წაღებულ უნიტაზებს და ფეკალიებს. „ლიბერტადორესის“ სტადიონზე მყოფი 650 პოლიციელი წესრიგის დაცვას არ ცდილობდა და „უნივერსიდად დე ჩილეს“ გულშემატკივრებმა არენა დატოვეს.
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით დაჭრილი რამდენიმე ფანი მძიმე მდგომარეობაშია, ერთი მათგანი მეორე იარუსიდან გადმოვარდა, 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ქალები და არასრულწლოვანები არიან.
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
“ინდეპენდენტეს” ფეხბურთელები კლუბის შენობებს ბორდელად იყენებდნენ
“ინდეპენდენტეს” მწვრთნელს ჰოლანს ფულს სძალავდნენ
არგენტინელი ფეხბურთელი უცხოპლანეტელებმა მოიტაცეს – ამტკიცებს მისი ყოფილი თანაგუნდელი
კარლოს ტევესი “ინდეპენდენტეს” მწვრთნელად დანიშნეს
