ევრობასკეტის დაწყებამდე ჩატარებულ ბოლო ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჩეხეთთან 87:100 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ისევ ვერ დაგვეხმარა შენგელია, ბითაძე კი დაასვენეს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე, მამუკელაშვილი, შერმადინი. თამაში შედეგიანი გამოვიდა, პერიმეტრს ვერ ვკეტავდით, მეტოქე სამქულიანებს და საჯარიმოებს კარგად ასრულებდა, პირველი მეოთხედი 27:28, ხოლო პირველი ტაიმი 42:55 დავთმეთ.
თამაშის სურათი დიდი შესვენების შემდეგ არ შეიცვალა და საბოლოოდ მორიგი მარცხი განვიცადეთ.
22 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მამუკელაშვილი იყო (პლუს 7 მოხსნა), ბურჯანაძემ 14 ქულა ჩააგდო (6 მოხსნა), შერმადინმა (8 მოხსნა) და სანაძემ 13-13, ბოლდუინმა 9, ანდრონიკაშვილმა 8, ოჩხიკიძემ 7, ლონდარიძემ და კორსანტიამ – თითო-თითო.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთთან გამართავს, მოსამზადებელ ეტაპზე ყველა სპარინგი წააგო.
· df ჯიკიჩ, ვიცით რომ შეგტენეს ლონდარიძე და მეორე მაგისი მსგავსი ლონდრე ბოისას სახით, მაგრამ ნუ ათამაშებ მაინც. არ არის არაფრის დამტკიცება საჭირო, ისედაც ვიცით ვის ხელში ხარ. მე მცხვენია ლონდარიძის და ფედერაციის ნაცვლად. თავმოყვარეობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, მთელი ერის დასაცინი შენ ხარ და დღეს ჩეხებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინე, რომ შენს მეტი ოპერატორი არავის აჩვენებდა მსხვილი კადრით.
· გაბო ამ ნაკრების კრიტერიუმი იზომება მხოლოდ ცხვირის ზომით
· ინტელექტუალი მაინტერესებს, საერთოდ საკალათბურთო აზროვნება რაიმე კრიტერიუმით თუ იზომება? ლონდარიძეს, ჯინჭარაძეს და კორსანტიას რა უნდათ ნაკრებში? არ ჯობია 15 წლის ბავშვები წაეყვანათ? გამოცდილებას მაინც მიიღებდნენ.
· ლონდარიძე სანიკის ბიძაშვილია თუ ჯიკიჩის?)))) ძნელია მხოლოდ ერთი პროფესიონალის იმედად ყოფნა, დაიღალა ლონდარიძე და გუნდიც გატყდა.
· ცოტნე თამაშსს მალავენ ჩვენები.. ვერ ხედავ ჯიკიჩმა კამერა გააწიეთო ისეთ ტაქტიკას ხაზავდა. არ დამინახონო… მართლა რა იქნება
· ჟორა გუნდს, რომელსაც 3 ქულიანების სროლაში 50%-ანი შედეგი მაინც არ აქვს, არანაირ ტურნირზე არ ექნება შანსი. ვაკვირდები და ყოველთვის ისეთი ბედოვლათი უცხოელი გვყავს დამატებული, როგორებიც ჩვენები არიან.
· A მსგავსი სუსტი ნაკრები ყველა რგოლში, 3 წამიანის გარდა, მე ევროზე არ მეგულებს, ჩეხებს და პოლონელებს ახევენ ბურთს, ჩვენ იქით გვახევენ, საშველს ვერ ვხედავ
· ანი ესპანეთი ძმები ერნანგომესების მეთაურობით გაგვანადგურებენ!
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევრობასკეტისთვის ცნობილია
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? – ნაკრების ექიმის კომენტარი
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები – რას ვნახავთ აგვისტოში
ურთულეს ჯგუფში – EuroBasket 2025-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
