ლევან გაჩეჩილაძეს 23 აგვისტოს დაკრძალავენ

ოჯახის ინფორმაციით, პანაშვიდები გაიმართება – 21 და 22 აგვისტოს, თბილისში, ქობულეთის ქუჩა – N23 -ში.
23 აგვისტოს, 14:00 საათზე ლევან გაჩეჩილაძეს სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი ს შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი “მემარჯვენეების” სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა “სთან” დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

ასევე დაგაინტერესებთ

გარემოს ეროვნული სააგენტო – ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა, მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე – წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება