პირველად ისტორიაში, ISFED არჩევნების დაკვირვებაზე უარს ამბობს – “დაკვირვება შეუძლებელია”

პირველად ისტორიაში, “სამართლიანი “ ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებაზე უარს ამბობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
მათი თქმით, ხელისუფლების რეპრესიულმა კანონებმა, შეცვლილმა საარჩევნო კოდექსმა, მესამე სექტორის წინააღმდეგ გამოცხადებულმა დევნამ არჩევნებზე დაკვირვება შეუძლებელი გახადა.
სამართლიანი არჩევნების იურისტები ამბობენ, რომ არსებული წინასაარჩევნო გარემო უკვე არღვევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო სტანდარტებს და იძლევა საფუძველს თქვან, რომ 4 ოქტომბრის დემოკრატიული ვერ იქნება.
იურისტების თქმით, კენჭისყრის დღეს პროცედურების ზედმიწევნით დაცვაც არ იქნება საკმარისი პროცესის დადებითად შესაფასებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში