მედიის მხარდამჭერი მარში მსვლელობით პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა

“ფარნების მარში” საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან მივიდა, სადაც უკვე 267-ე დღეა, მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.
“თავისუფლება მზიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, – სკანდირებენ მოქალაქეები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება, რომელიც მანამდე მედიის მხარდამჭერ მარშს შეუერთდა.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქციის მონაწილეებს ადგილზე ფანრები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება