– დღეს, ისე, როგორც არასდროს გვჭირდება მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება

დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძემ უპასუხა კითხვას, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშთან დაკავშირებით.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს და ატარებს პრაგმატულ პოლიტიკას, რითაც პირველ რიგში, ქვეყანას და მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს.
„რეალურად, თუ ავიღებთ იმ მონაცემებს, რაც აქვს საქართველოს რეფორმების, წინგადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით, თუ სამართლიანად მივუდგებით, რა თქმა უნდა, იმ შეფასებას მივიღებთ, რაც მოვისმინეთ და ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის. ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს, გვაქვს მშვიდობა, ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რითაც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს ვითვალისწინებთ, ამას მოჰყვება ეკონომიკური განვითარებაც, წინსვლა. დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება”, – განაცხადა კალაძემ.
ამ ფონზე, მისი თქმით, გულდასაწყვეტია „უსამართლო შეფასებები“, რომელიც ძირითადად სიცრუით არის გაჯერებული, ხოლო კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც მსგავსი განცხადებებით შემოიფარგლებიან, ევროპასთან კავშირში არ არიან.
„გულდასაწყვეტია, როდესაც მეორე მხრივ, ვისმენთ უსამართლო პოლიტიკურ შეფასებებს, რომელიც ძირითადად გაჯერებულია სიცრუით, ცილისწამებით. აღნიშნული განცხადებები და კონკრეტული ბიუროკრატები, რომლებიც ამ ტიპის განცხადებებით შემოიფარგლებიან, არანაირ კავშირში არ არიან ევროპასთან და იმ ღირებულებებთან, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, რადიკალურად აცდენილია ეს ყველაფერი ერთმანეთთან“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს