რუსეთში აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვა 47%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან რუსეთში დაახლოებით 61,1 მლნ კილოვატ-საათი ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, ინფორმაციას ამის შესახებ ABC.AZ ავრცელებს.
სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ამ მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტით მიღებული შემოსავალი შეადგინა 2,7 მლნ დოლარი.
რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6,9 მლნ კილოვატ-საათით, ანუ 12,8%-ით; ფასობრივად კი – 865 ათასი დოლარით, ანუ 46,7%-ით.
მეორეს მხრივ, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა დან 41,5 მლნ კილოვატ-საათი ელექტროენერგია 1,4 მლნ დოლარად შეიძინა .
ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასობრივად 71 ათასი დოლარით ან 5,3%-ით გაიზარდა, მოცულობით კი 5,4 მლნ კილოვატ-საათით ან 11,5%-ით შემცირდა.