სოხუმი იმედოვნებს, რომ აშშ-მა შეიძლება გადახედოს თბილისის უპირობო მხარდაჭერას

„დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენელთა მსგავსი ერთობლივი განცხადებები საქართველოს მხარდასაჭერად უკვე ტრადიციად იქცა და არაფერი აქვთ საერთო ობიექტურ რეალობასთან. ეს დოკუმენტები აშკარად ანტირუსულ ხასიათს ატარებს და მიმართულია ჩვენი რეგიონის მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებაზე,“ – ასე შეაფასა ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ტუჟბამ 2025 წლის 19 აგვისტოს, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა უშიშროების საბჭოს წევრთა სხდომაზე, რომელიც 2008 წლის მოვლენებს მიეძღვნა.
აშშ არ შეუერთდა რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას გაეროში,
ტუჟბამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პირველად 17 წლის განმავლობაში ერთობლივი განცხადების მხარდაჭერაზე უარი თქვეს აშშ-ის წარმომადგენლებმა.
„მსგავსი პრეცედენტი გვაფიქრებინებს, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეიძლება გადახედოს თავის დამოკიდებულებას საქართველოს უპირობო მხარდაჭერის მიმართ, რაც დამახასიათებელი იყო დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისთვის, და უარი თქვას ანტირუსულ რიტორიკაზე დიალოგის დამყარებისა და ეტაპობრივად დარღვეული კავშირების აღდგენის სასარგებლოდ. ფაქტობრივად, პირველად ოფიციალურმა ვაშინგტონმა უარი თქვა დოკუმენტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და რუსეთის სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გმობს. ეს საკმაოდ სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც დემონსტრირებს აშშ-ის ახალი ხელისუფლების მიდგომებში არსებით ცვლილებებს, ორიენტირებულს უფრო პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას,“ – აღნიშნულია სოხუმის წარმომადგენლის კომენტარში.
აქვე ტუჟბა იმედს გამოთქვამს, რომ „არსებული პრეცედენტი ასევე იქნება ასახვა აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თვალსაზრისის ცვლილებებისა საქართველოს გაუმართლებელ ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!