აფხაზეთში დაკავებული თურქეთის მოქალაქეები რუსეთს გადავეცით – სოხუმი

სოხუმის ცნობით, 2025 წლის 19 აგვისტოს, აფხაზეთის [დე ფქტო – რედ.] რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე განხორციელდა საერთაშორისო ძებნაში მყოფი თურქეთის მოქალაქეების გადაცემის პროცედურა.
როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის მოქალაქეები: სალდიზ მეტინი (2000 წ. დაბ.), გიურენ სელჩუკი (1997 წ. დაბ.) და დემიროზ უგური (1988 წ. დაბ.) თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი.
“ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით დააკავა აღნიშნული თურქეთის მოქალაქეები, ხოლო აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო დეპარტამენტმა მათ მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 324-ე მუხლის 2-ე ნაწილის საფუძველზე. გალის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული მოქალაქეები იქნენ გასამართლებულნი შემდგომი დეპორტაციით აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და საერთაშორისო თანამშრომლობის ხაზით გადაცემული რუსეთის მხარეს”, – ავრცელებს განცხადებას სოხუმი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!