“ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალი არის სიკვდილის გზა მხოლოდ ერთი მიზეზით” – ირაკლი ჟვანია

არქიტექტორი ირაკლი ჟვანია:

დაიღუპა ზღვაზე წასული 4 მეგობარი.
ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალი არის სიკვდილის გზა მხოლოდ ერთი მიზეზით – წლებია დაუსრულებელია მეორე ზოლის მშენებლობა, ამიტომ ცალი მიმართულების მაღალი სიჩქარის ორ ზოლში გაშვებულია საპირისპირო მიმართულების თითო-თითო ზოლი. გასწრებისას ხდება უამრავი შეჯახება. კორუფცია და გაუმართავი ინფრასტრუქტურა კლავს. ამის მიზეზი კი კონკრეტული ხალხი და მათ მიერ შექმნილი სისტემაა.
P.S. ჯობია ძველი გზით იაროთ, ახლა თითქმის ცარიელია, ნახევარი საათით მეტს იმგზავრებთ, მაგრამ ცოცხალი დარჩებით.