მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო შეტევას

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმები იყო ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ კრივოი-როგსა და რამდენიმე რაიონზე.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, კრივოი-როგში დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი და 20-ზე მეტი სახლი. დაიჭრა 1 ადამიანი. სარაკეტო შეტევის შედეგად კერძო სახლი დაინგრა ლოზოვატის თემში. დაიღუპა 62 წლის ქალი.
ქალაქ ნოვომოსკოვსკში დაზიანებულია 3 ადმინისტრაციული შენობა და 5-სართულიანი სახლი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქებები იყო ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც. დაზიანებულია სახლები და სამრეწველო ობიექტები. დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი.
რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის გამო უკრაინის 6 ოლქში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე გამოცხადდა და 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს სტრატეგიული ბომბდამშენებიდან(Ту-95МС) და ავიაგამანადგურებლებიდან(МиГ-31К).

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო