მონიკა ბელუჩი იტალიური კინოსა და მოდის სიმბოლოა, რომლის სილამაზე, ქალურობა და დახვეწილობა მსოფლიო აღფრთოვანებას იწვევს. მის სტილსა და იერსახეს ათასობით ქალი ბაძავს, მაგრამ ზოგიერთს ბუნებრივად აქვს მისი მსგავსი შარმი. ბოლო წლებში სოციალურ მედიასა თუ ქართულ მედიასივრცეში არაერთი ქალი გამოჩნდა, რომელთაც ხშირად ადარებენ მონიკა ბელუჩს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქართველ ქალებს, რომელთაც ხშირად მონიკა ბელუჩის “ორეულებს” უწოდებენ.
სოფო ბარნოვი წლების განმავლობაში “ერისიონის” მოცეკვავე იყო. ის ცეკვის პარალელურად სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. სოფოს ხშირად ადარებდნენ მონიკა ბელუჩის. მას ქართული პრესა მოიხსენიებდა, როგორც “ქართველი მონიკა ბელიჩი”. სოფო ნამდვილად ძალიან ლამაზად გამოიყურება.
სოფო ქუთაისიდანაა. მისი მეუღლე სამორი ბალდეა, პოპულარული პროექტის “ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი სეზონის გამარჯვებული.
სოფო უკვე წლებია მეუღლესთან და შვილებთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. სოფო ამერიკაში საკუთარი პროფესიით საქმიანობს. “თბილისელებთან” ინტერვიუში სოფო ამბობს, რომ ამერიკაში რამდენიმე გამოფენა ჰქონდა.
“ბოლო პერიოდში, ჯამში, სამი გამოფენა გავაკეთე. მეოთხე იყო ნიუ-იორკის მოდის კვირეული. დაახლოებით 8-9 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ კარგად გავცნობოდი: აქ როგორ მუშაობენ გალერეები, რას ითხოვენ დამთვალიერებლები. რადგან კონკურენცია ძალიან დიდია, უამრავი ნიჭიერი ადამიანია ნიუ-იორკში. ფერწერას უფრო მეტად პრინტის სახე აქვს მიცემული, რაც გარკვეულწილად, მათთვის, ვინც ხელით ხატავს, მომგებიანია, რადგან ფერებით ხატვა იშვიათი გახდა. აქაურებს ენატრებათ ფერწერა. რაც შეეხება ჩემს პირველ ნაბიჯებს, პირველი კონტრაქტი მქონდა ერთ ქალბატონთან, რომელმაც ქართველი მხატვრები შეკრიბა და მანჰეტენზე, ჩელსიში – Emmanuel fremin gallery-ში გაიმართა ჩვენი გამოფენა”, – ამბობდა სოფო.
“ზურგს უკან მესმის ხოლმე, – ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!” – ასე აღწერდა მარიამი საკუთარ თავს.
მარიამი მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია. მას არერთ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული. მარიამ “პრაიმშოუში” სტუმრობისას მის მონიკა ბელუჩისთან მსგავსებაზე საუბრობს.
„იმედზე გადიოდა პროექტი “ახალი ხმა”, სადაც მონაწილეობას ვიღებდი, პირველად სწორედ მაშინ მიმამსგავსეს მონიკა ბელუჩის. პირადად მე მსგავსებაზე არასდროს არ მიფიქრია. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და მინდა ვთქვა, რომ უხერხულობას განვიცდი, ასეთ ლამაზ ქალს რომ მამსგავსებენ. ძალიან მიყვარს კლასიკურად ჩაცმა, ამ დროს უფრო ვგავარ ხოლმე, პროფესიაც დაემთხვა: მსახიობები ვართ. არანაირად არ ვცდილობ, რომ მას მივბაძო, რადგან მონიკა ერთადერთი და განუმეორებელია” – ამბობს მარიამი.
მარიამი “კვირისპალიტრასთან” საუბრისას იხსენებს, რომ ქუჩაში ხშირად ამსგავსებენ მონიკას.
“ქუჩაში ჩავლისას ხშირად მომიკრავს ყური, – დედა, როგორ ჰგავდა მონიკა ბელუჩისო. ან სადმე ბარსა თუ კაფეში, ზურგს უკან მესმის ხოლმე, – “ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავსო… მეც დამიჭერია ჩემს გარეგნობაში მონიკასთვის დამახასიათებელი შტრიხი – შავი, ხვეული თმა… მონიკას არ ვბაძავ, თუმცა მიფიქრია, აი, მას თუ ეს კაბა აცვია, შეიძლება მეც მომიხდეს… მე სხვა სტილი მაქვს, ის კი უფრო კლასიკურ სტილში იცვამს და ვარცხნილობაც უფრო დახვეწილი აქვს…დედაჩემი ვერ მამსგავსებდა, სანამ ერთი ფოტო არ ნახა. ეს ფოტო “ფეისბუკის” პირად გვერდზე დამიდეს, დედამ დახედა და გაოცდა, – ამ ფოტოში ძალიან ჰგავხარო”, – ამბობს მარიამი.
ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ.
ის პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც დედასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ძნელი გასარჩევია, რომელია დედა და რომელი – შვილი.
