ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა “ნაცების” უბოროტესი, ყველაფრის მკადრებელი სახე

არსებობს ცხოვრებაში წითელი ხაზები, რომლებსაც არ გადადიან და არ გადადიოდნენ, თვით ყველაზე ზნედაცემული ხალხიც კი, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია წერს.
მისი განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლეთა რეაქციებმა, მორიგ ჯერზე გამოაჩინა მათი მანკიერი და ყველაფრის მკადრებელი სახე. გამსახურდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერების ამგვარმა რეაქციებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათი ადგილი არც პოლიტიკაშია და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
“არსებობს ცხოვრებაში წითელი ხაზები, რომლებსაც არ გადადიან და არ გადადიოდნენ, თვით ყველაზე ზნედაცემული ხალხიც კი. დიქტატორები, ტირანები და ა.შ. ცხონებული ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ გამოაჩინა ნაცების უბოროტესი, ყველაფრის მკადრებელი და უმანკიერესი სახე. მათმა რეაქციებმა, ლევანის გარდაცვალებაზე, დაადასტურა, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად არ არის. არც იქნება კიდევ არასდროს.
ჩემი სამძიმარი ლევანის ოჯახს და ახლობლებს.” – წერს გიორგი გამსახურდია X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს