21 აგვისტოს, 18:00 საათზე გორის საკრებულოს შენობასთან აქცია – “ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ!” დაანონსდა

დღეს, 21 აგვისტოს, 18:00 საათზე გორის საკრებულოს შენობასთან აქცია – “ნაომარი ქალაქი რუსული მმართველობის წინააღმდეგ!” დაანონსდა.
“მოგიწოდებთ!
ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელებს, როგორც ადგილობრივს ისე ცენტრალურს, სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, აქტივისტებს,
დღეს ყველას გელოდებით გორში!
ეს არ არის მხოლოდ გორის სირცხვილი, ეს ყველაფერი საქართველოს ღირსებაზე გადის! მნიშვნელოვანია რომ საჭირო და დროული პასუხი გაეცეს ამ არარაობას!” – წერს სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორი.
აქციის ჩატარების მიზეზი, გორის საკრებულოს თავჯდომარის, დავით რაზმაძის The New York Times-სთან ინტერვიუ გახდა, სადაც მან 2008 წლის ომზეც ისაუბრა და რუსებს მშვიდობისმყოფელები, ხოლო ქართველ ჯარისკაცებს “მიშას ხულიგნები” უწოდა.
21 აგვისტოს რაზმაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც The New York Times-ის ჟურნალისტს “სააკაშვილის ადვოკატი” უწოდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე