თსსუ-ში საზაფხულო სტაჟირება დასრულდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების საზაფხულო სტაჟირება დასრულდა. საზაფხულო სტაჟირების პროგრამა, რომლის ძირითადი ნაწილი საუნივერსიტეტო კლინიკებში განხორციელდა, 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდა.
თსსუ-ის კლინიკური ბაზების გარდა, სტაჟირების პროგრამაში ჩართული იყო უნივერსიტეტის პარტნიორი კლინიკებიც.
საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობდა თსსუ-ის 100-მდე სტუდენტი. სტაჟირების პროცესში სტუდენტები დაეუფლნენ კლინიკურ უნარ-ჩვევებს მედიცინის სხვადასხვა მიმართულებაში. სამი კვირის განმავლობაში ისინი ჩართულნი იყვნენ მრავალფეროვან კლინიკურ და პრაქტიკულ აქტივობებში, მონაწილეობდნენ დაავადებათა მართვაში და განივითარეს პაციენტთან ურთიერთობისა და გუნდური მუშაობის უნარები.
სტაჟირების პროგრამა პირველად 2012 წელს განხორციელდა და მიღებული შედეგის გათვალისწინებით ტრადიციული გახდა.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.