“მონა.ჯი” მონების გაკეთებულია” – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, რომელიც MONA.GE-ს პლატფორმაზე ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურზე გაკეთებული განცხადების გამო აღმოჩნდა, ამტკიცებს, რომ მისი კომენტარი არასწორად გავრცელდა.
მე თამაზ გინტურზე არ გამიკეთებია განცხადება. მე ვილაპარაკე ნიქოზის შემთხვევებზე და არა კირბალის. “მონა.ჯი” არის გაკეთებული თვითონ მონების, სააკაშვილისა და პუტინის მონების გაკეთებულია. სააკაშვილი არის პუტინის მონა – აღნიშნა რაზმაძემ.
MONA.GE-ს პლატფორმაზე მოხვდა გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, რომელმაც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურზე სკანდალური განცხადება გააკეთა. შავ სიაში შეიყვანეს სახელისუფლებო არხების ექსპერტებიც, რომლებიც MONA.GE-ს ინფორმაციით, ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდას ავრცელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ