“ბელარუსი დაინტერესებულია სომხეთის გავლით ირანისა და სპარსეთის ყურისკენ გასვლით”

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი დაინტერესებულია ირანისა და სპარსეთის ყურისკენ გასვლის პერსპექტივით სომხეთის გავლით.
ლუკაშენკომ ამის შესახებ მინსკში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ლუკაშენკო ჯერ შეეხო ირანსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება აფართოებს სავაჭრო ურთიერთობების გეოგრაფიას, ხსნის ახალ ბაზრებს წევრი ქვეყნებისათვის.
„ირანი გვარწმუნებს იმაში, რომ აუცილებელია ლოგისტიკური მარშრუტების აქტიური გამოყენება სა და ირანის გავლით — –სომხეთი–ირანი–სპარსეთის ყურის მიმართულებით. ისინი გვარწმუნებენ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენ თავად გვჭირდება,“ — განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს