ჯეი დი ვენსი – ადამიანია, რომელიც რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს ისე, როგორც ამას თავად აღიქვამს – მოლაპარაკებების მთავარ არსს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები სურთ, რუსებს კი გარკვეული ტერიტორიები

ვლადიმერ პუტინი ადამიანია, რომელიც რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს ისე, როგორც ამას თავად აღიქვამს, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ის უფრო წყნარად საუბრობს, ვიდრე შეიძლება მოელოდეთ. ამერიკულ მედიას მისი კონკრეტული იმიჯი აქვს შექმნილი. ის თავისებურად რბილად მოსაუბრეა. წინდახედული და ძალიან ფრთხილია. ის არის ადამიანი, რომელიც რუსეთის ინტერესებზე ზრუნავს ისე, როგორც ამას თავად აღიქვამს. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ სცემს იგი პატივს -ის პრეზიდენტს, ის არის, რომ მან იცის, პრეზიდენტი ამერიკელი ხალხის ინტერესებზე ზრუნავს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, აშშ-მა მოლაპარაკებებში უკრაინისა და რუსეთის პოზიციების შესახებ კონკრეტული დეტალები მიიღო და ახლა მუშაობა მიმდინარეობს.
„საბოლოოდ, დეტალები მივიღეთ. მათზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი ბოლომდე დასრულებული არ არის. უკრაინას სურს იცოდეს, რომ მის ტერიტორიაზე აღარ შეიჭრება. უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები სურთ. რუსებს გარკვეული ტერიტორიები სურთ, რომელთა დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვთ, მაგრამ ნაწილი არა. სწორედ ეს წარმოადგენს მოლაპარაკებების მთავარ არსს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს