უკრაინული მედია – რუსეთმა უკრაინას 614 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 614 საჰაერო თავდასხმის ობიექტით შეუტია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 577 რუსული სამიზნე ობიექტი გაანეიტრალა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 574 დრონი, „კინჟალის“ ტიპის 4 რაკეტა, „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, Х-101-ის ტიპის 19 ფრთოსანი რაკეტა, „კალიბრის“ ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტა და დაუდგენელი ტიპის 1 რაკეტა გაუშვეს.
რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმები 11 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რუსებმა 21 აგვისტოს ღამეს უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასიური შეტევა განახორციელეს. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. თავდასხმის შედეგად, ზაკარპატიის ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში 12 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს