ვოლოდიმირ ზელენსკი: რაკეტა “ფლამინგოს” რადიუსი 3000 კმ არის, ზამთარში მასობრივ წარმოებას დავიწყებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ჟურნალისტებთან ახალ უკრაინულ ფრთოსან რაკეტა ფლამინგოზე ისაუბრა.

РБК-Україна ციტირებს ზელენსკის სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც რაკეტა უკვე გამოცადეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მისი ქვეყნის მფლობელობაში ყველაზე ეფექტური რაკეტაა.

“ჯერჯერობით ეს არის ყველაზე წარმატებული რაკეტა, რაც გაგვაჩნია. ის 3 000 კილომეტრს ფარავს, ეს მნიშვნელოვანია.” – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფლამინგოზე დამატებითი დეტალების გასაჯაროება ნაადრევი იქნება მანამ, სანამ მათი დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეეძლებათ.

“დეკემბერში ჩვენ მეტი გვექნება. დეკემბრის ბოლოს ან იანვარ-თებერვალში კი დაწყებული უნდა იყოს მასობრივი წარმოება. უნდა დავაკვირდეთ წარმატებებს გამოცდის დროს, უნდა დავაკვირდეთ ამ პროგრამის დაფინანსებას.” – თქვა ზელენსკიმ.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა პირველი ვიდეოები, რომლებშიც რაკეტა ფლამინგოს გაშვება ჩანდა. გავრცელებული ცნობების მიხედვით, რაკეტა დაცულია რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

პენიტენციური სამსახური საკანში დაპირისპირებაზე – გამოკვეთილი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ