რუსეთი უკრაინას დრონებით და რაკეტებით მასიურად უტევს

რუსეთის არმია ს დრონებით მასიურად უტევს, რეგიონების უმეტესობაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პოლტავას ოლქიდან რაკეტების ორი ჯგუფი კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქების მიმართულებით მიემართება. დნეპროპეტროვსკის ოლქში რაკეტების სამი ჯგუფი სამხრეთის/სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიემართება“, – აცხადებენ საჰაერო ძალები.
მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა რაკეტები, რომლებიც დნეპროპეტროვსკის ოლქიდან პოლტავას ოლქისკენ მიემართება, ასევე ბალისტიკური რაკეტა დნეპრის მიმართულებით და ფრთოსანი რაკეტები ჩერნიგოვის ოლქში.
ს მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მოქმედებდნენ.
სამხედროებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქვეყნის ბევრ რეგიონში მტრის დრონების გადაადგილების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს თავმჯდომარე – კაცი, რომელმაც ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა სააკაშვილის „ადვოკატი“ – თუ თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, ვუჩივლებ – ნაძირალა, არ ვიცი წარმოადგენდა თუ არა The New York Times-ს, ეჭვი მეპარება, მოგზავნილი იყო