,,..მიყვარს და მეყვარება..პატივს ვცემდი და ძალიან მომენატრება“ – ზაზა პაპუაშვილი ლევან გაჩეჩილაძეზე

მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება:
,,..მიყვარს და მეყვარება..პატივს ვცემდი და ძალიან მომენატრება..ჩემი თაობის უმაგრესი კაცი იყო..იყო არის და იქნება კიდეც..ჩემთვის საამაყო კაცი
..ყველა საუკეთესო თვისება რაც კი ქართველ კაცს გააჩნია,უხდება და ამშვენებს,გულში ქონდა და თან უხვად..ოჯახიშვილობა..რწმენა..სიკეთე..ვაჟკაცობა..გულწრფელობა..სისუფთავე..შესახედაობა..მომხიბვლელობა..ქართველობა და ქვეყნის სიყვარული..ეს ის თვისებებია რის გამოც გვიყვარდება და სიცოცხლის ბოლომდე და მას შემდეგაც პატივს ვცემთ ადამიანს ..ლაღი..ფრთაშესხმული..რომანტიკოსი..სიცოცხლის ეშხისა და პეწის მოყვარული..ზეიმის კაცი..რთულ სიტუაციაშიდაც ყოველთვის პრაგმატული,გონიერი,ზნეკეთილი წესიერი კაცის რუკით აზროვნებდა..დღეს თუ სახელმწიფო გვაქვს და იმ რთულ,უღმერთო დროს სისხლის კალო არ გაილეწა,ზეწოლის,მუქარის და ღალატის თანხლებით,პოლიტიკურ პროცესში თითქმის მარტოდ დარჩენილი ლევანის გადაწყვეტილების დამსახურებაა!იმ ,,ნასედკა” პოლიტიკოსებზე და ვითომ შინაურ,ორტრაკა გულშემატკივრებზე არც არაფერს ან და რა უნდა ვთქვა?იშრომა..იწვალა..დაიღალა და ბოლოს გაილია, იმ ქალაქს დააკლდა სადაც და რა დროსაც ჩვენ დავიბადეთ..უბოროტოდ გავლილი ბავშვობა და სიჭაბუკე საგზლად რო გვქონდა ულევად..ქალაქს სადაც წესიერ კაცს ჯერ კიდევ ცნობდნენ,პატივი და ფასი ქონდა მათ არსებობას..ასეთ ქვეყანას და ქალაქს დააკლდა ლევანი!გაგიმარჯოს ლევან!იმიერიდან,შენი ოჯახის და შენი ქვეყნისთვის შენს ლოცვას გაუმარჯოს!
..ცხონდეს შენი სული!ამინ!
,,საქართველო,უპირველეს ყოვლისა”..