ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა, წლის ბოლომდე, მოსახლეობას ექნება ევროპული სტანდარტის საცურაო აუზი – “ქართული ოცნების” კასპის მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე

ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა, წლის ბოლომდე, მოსახლეობას ექნება ევროპული სტანდარტის საცურაო აუზი – “ქართული ოცნების” კასპის მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძე
უდიდესი პასუხისმგებლობაა, შენს მუნიციპალიტეტში იყო ხელმძღვანელ პოზიციაზე, იმიტომ, რომ მაქსიმალურად გინდა, შენს მუნიციპალიტეტს, შენს ხალხს მოემსახურო და ის პრობლემები, გამოწვევები, რაც შენს მოსახლეობას აქვს, მოუგვარო. 5 წელი ამ პასუხისმგებლობით ვასრულებდი ჩემს მოვალეობას, ვცდილობდი, მაქსიმალურად შემემსუბუქებინა მოსახლეობისთვის ყოველდღიურობა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს.
მოქმედი მერის განცხადებით, ბოლო წლებში ბევრი საჭირო პროექტი განხორციელდა, მათ შორისაა კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მოსახლეობის თხოვნით, დაწყებულია საცურაო აუზის მშენებლობა და წლის ბოლომდე, კასპის მუნიციპალიტეტს ევროპული სტანდარტის საცურაო აუზი ექნება.
“ვთვლი, რომ ნაყოფიერი 5 წელი იყო, ბევრი ძალიან საჭირო პროექტი განხორციელდა. კულტურის სახლს, 50 წელზე მეტია, რეაბილიტაცია არ ჰქონდა ჩატარებული. ასეულობით ბავშვი სარგებლობს კულტურის სახლით, გახსნილია ცეკვის წრეები, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, აქ რეპეტიციებს გადის კასპის ბენდი, რომელიც სულ ორი წელია რაც შეიქმნა. არ იყო ცენტრალური გათბობა, შენობა არ იყო ადაპტირებული შშმ პირებზე, ფაქტობრივად ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. რეაბილიტირდა ფასადი, გამოიცვალა ვიტრაჟები, ფანჯრები, შემდეგ გამოვნახეთ ფინანსები, შევცვალეთ სახურავი, მოწესრიგდა დერეფნები, სველი წერტილი.
გასული წლების განმავლობაში მოსახლეობის თხოვნა იყო, აგვეშენებინა კასპში საცურაო აუზი და მთავრობის გვერდში დგომით, 2024 წელს დავიწყეთ საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც დასრულდება წლის ბოლომდე და კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება ევროპული სტანდარტის საცურაო აუზი, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის ცალკე.” – განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში