ირანი და ბალარუსი შეთანხმდნენ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებზე, ამის თაობაზე ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განუცხადა ჟურნალიწტებს 20 აგვისტოს, ირანის პრეზიდენტთან მასუდ ფაზეშქიანთან მინსკში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ლუკაშენკა გამოეხმაურა ირანის ბირთულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილ იერიშს, და მას უწოდა „სერიოზული საფრთხე რეგიონული და საერთაშორისო სტაბილუობისა და უსაფრთხოებისთვის“.
„ჩვენ მხარს ვუჭერს ირანის კანონიერ უფლებას მშვიდობიანი ატომის განვითარებაზე. სიბრძნემ და შორსმჭვრეტელობამ ემოციებს უნდა აჯობოს“, – თქვა ლუკაშენკამ, წერს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური სააგენტო “ბელტაზე” დაყრდნობით.
ლუკაშენკამ, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, სანქციებს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენიოა, ახლა მათ “ეკონომიკური ტერორიზმი” უწოდა.
“ბელარუსი მიიჩნევს, რომ კოლექტიური დასავლეთის მიერ მინსკისა და თეირანის წინააღმდეგ დაწესებული უკანონო შემზღუდავი ზომები ეკონომიკური ტერორიზმია. ჩვენი რესპუბლიკები წარმატებით ართმევენ თავს ამ აგრესიული და ფარისევლური სანქციების ომს”, – აღნიშნა მან.
თავის მხრივ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში მასუდ ფაქეშქიანმა თქვა, რომ ბელარუსთან ერთად შეუძლიათ შეებრძოლოდ „ერთპოლუსიან მსოფლიოს“ და ლუკაშენკა მიიწვია ირანში.
ირანის პრეზიდენტი მასუდ ქეზეშქიანი მინსკში 19 აგვისტოს საღამოს ჩავიდა. მისი ვიზიტი უფრო ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ ირანსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე გადაიდო.
ფორუმი




