“აი, ამიტომ ვეძახი ამათ ნიფხავგამოხეულ დიქტატურას” – რა სქრინებს აქვეყნებს ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
რომ ვიცოდეთ რა ბეჩავი ქვეყანა ვართ და რა უტიფარია ქოცი. ზარზეიმით გამოაქვეყნეს სტატისტიკა, რომ ამ წლის იანვარ–ივლისში საქართველოში ექსპორტი გაიზარდა რეკორდულად– 3 843 800 000 დოლარამდე, ანუ 8.9%–ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი იყო 3 528 634 000. ანუ ზრდა ციფრებში იყო დაახლოებით 314 მილიონი დოლარი. ვნახოთ რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტი: სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი გასულ წელს იყო 1 192 705 900. წელს იგივე პერიოდში გახდა 1 478 884 200. ანუ გაიზარდა 286 მილიონი დოლარით. ანუ, გაზრდილი ჯამური ექსპორტის დაახლოებით 91%–ს შეადგენს ის, რომ უფრო მეტი მანქანა შემოვიდა საქართველოში, ძირითადად –დან და გავიდა დიდი ალბათობით რუსეთში, ფორმალურად კი ყირგიზეთ/ყაზახეთებში. არაერთხელ არის დადასტურებული სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებით და ციფრებით, რომ ვითომ ყირგიზეთში წასული მანქანები იქაურ სტატისტიკაში საერთოდ არ ჩანს და დიდი ალბათობით რუსეთში რჩება. ჩავხედე, კიდევ რისი ექსპორტი გაიზარდა. თურმე ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სხვა არც არაფრის, პრაქტიკულად. ყველაფერში მინუსები გვაქვს, ფეროშენადნობებიდან დაწყებული ღვინით და სპირტიანი სასმელებით დამთავრვებული. ანუ, საქართველოს ექსპორტი და ქოცების სიამაყე მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, რომ რამდენიმე ამერიკული საიტიდან ძირითადად რუსები და რამდენიმე ადგილობრივი ქართული ლოჯისტიკური კომპანია ყიდულობენ მანქანებს და ყიდიან რუსეთში. და ეს “ბედნიერება“ ქოცნებას თავზე დაეცა მხოლოდ ში ომის წყალობით, რომლითაც პარაზიტირებს ამდენი ხანი. რაც მთავარია, ქოცები კომენტარებში აქებენ და ადიდებენ პარტიას და ბედნიერები არიან ამ “ზრდით“, რომელიც ერთ დღეში შეიძლება გაქრეს და აორთქლდეს. ხვალ რომ შტატებმა საქართველოს 3 საიტი დაუბლოკოს, ან რამე სხვა მიზეზით რუსებს აღარ დაჭირდეთ ჩვენგან გატანილი მანქანები, საქართველოს ექსპორტის 38% უბრალოდ აორთქლდება. აი, ამიტომ ვეძახი ამათ ნიფხავგამოხეულ დიქტატურას, რომელიც მალე ოფიციალურ შიმშილობამდე მიიყვანს ამ გამოკეტილ ქვეყანას.